logo_geo
ფრანგული პრესა საქართველოს „ექვს ერში“ ასპარეზობას ეხმაურება
- +

15 სექტემბერი. 2020. 13:34

 

ფრანგული გამოცემა „france24“ საქართველოს ნაკრების „ექვს ერში“ ასპარეზობას ეხმაურება და „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ექვსი ერის“ გათამაშებას საქართველოსთან ერთად ფიჯის ეროვნული გუნდი შეუერთდა და ბორჯღალოსნების ახალარჩეული მთავარი მწვრთნელი შემოდგომაზე ერთა თასის მატჩებს ნაკრების სათამაშო დონის ამაღლებისთვის გამოიყენებს.

 

„ჩვენი უმაღლესი რანგის გუნდებთან წელიწადში მხოლოდ ორჯერ ვახერხებთ თამაშს და ეს ჩვენი მთავარი პრობლემაა, – ციტირებს „france24“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის სიტყვებს. – ასეთი დონის ნაკრებებთან უფრო ხშირად თამაშის საშუალება რომ გვქონოდა, ექვსი ერის ტურნირისთვის გაცილებით უკეთესად ვიქნებოდით მომზადებულები.

 

ჩვენ უფრო ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს შეხვედრა და ეს ტურნირი მათი გამოცდილების გაზიარების შესანიშნავ შესაძლებლობას მოგვცემს.

 

თუ თამაშის მოგებას შევძლებთ, ეს რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი იქნება, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია, საუკეთესო კუთხით წარვსდგეთ და გამოცდილება შევიძინოთ“, – ამბობს საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი.

 

შეგახსენებთ, რომ „რვა ერის“ ტურნირზე საქართველო პირველ შეხვედრას 23 ოქტომბერს, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

 

 წყარო: https://1tv.ge/news/franguli-presa-saqartvelos-rva-ershi-asparezobas-ekhmaureba/

big_banner
არქივი