„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი თავდამსხმელი იტალიური გრანდის ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება Tuttosport.
გამოცემის ინფორმაციით, 33 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში „ინტერის“ რიგებში ვიხილოთ.
ედინსონ კავანის კონტრაქტის ვადა პარიზულ კლუბთან უკვე ამოიწურა და „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ ურუგვაელთან ახალი ხელშეკრულება აღარ გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ ედინსონ კავანი „პარი სენ-ჟერმენის“ ყველა დროის საუკეთესო ფორვარდია. ურუგვაელმა თავდამსხმელმა პარიზული კლუბის შემადგენლობაში 301 მატჩი ჩაატარა და 200 გოლი გაიტანა.
წყარო : https://1tv.ge/news/roberto-kavanit-intershi-dainteresdnen/