logo_geo
არტურო ვიდალი თანაგუნდელებს დაემშვიდობა
- +

15 სექტემბერი. 2020. 18:34

 

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა ჩემოდნები ჩაალაგა და თანაგუნდელებს დაემშვიდობა, – იუწყება „მარკა“.

 

გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელი „ბარსელონას“ ბაზაზე მივიდა, საკუთარი ნივთები წამოიღო და  იტალიაში მიემგზავრება.

 

მილანის „ინტერში“ არტურო ვიდალი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და უახლოეს პერიოდში იტალიური კლუბის მაისურსაც მოირგებს.

 

2019/20 წლების სეზონში ვიდალმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა ბურთი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

წყარო : https://1tv.ge/news/arturo-vidali-tanagundelebs-daemshvidoba/

 

 

big_banner
არქივი