logo_geo
„ნაპოლი“ და „რომა“ მილიკის ტრანსფერზე შეთანხმდნენ
- +

16 სექტემბერი. 2020. 11:34

 

 

„ნაპოლის“ ფორვარდი არკადიუშ მილიკი ახლოს არის „რომაში“ გადასვლასთან. კლუბებმა მოილაპარაკეს ტრანსფერზე, რომლის ღირებულებაც 25 მილიონი ევრო იქნება, – წერს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. ახლა, საბოლოო გადაწყვეტილება თავად მილიკმა უნდა მიიღოს.

 

როგორც ირკვევა, თუ 26 წლის პოლონელის გადასვლა შედგება, მაშინ „იუვენტუსს“ მიჰყიდიან „რომას“ ფორვარდს ედინ ჯეკოს, რომელიც დიდი ხანია ნომერ პირველი სატრანსფერო სამიზნეა ტურინული კლუბისთვის.

 

გასულ სეზონში მილიკმა სერია A-ს 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა. „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი