logo_geo
რონალდ კუმანი: მესისა და „ბარსელონას“ კონფლიქტმა ჩემს გარეშე ჩაიარა
- +

16 სექტემბერი. 2020. 18:09

 

 

 

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ არ მიუღია მონაწილეობა კლუბსა და ფორვარდ ლიონელ მესის შორის კონფლიქტში.

 

„დიდწილად, ამ ისტორიამ ჩემს მიღმა ჩაიარა. ძირითადად, ეს იყო კონფლიქტი მესისა და კლუბს შორის. ამის შემდეგ მქონდა მესისთან კონტაქტი. ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მუშაობას“, – განუცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა „ფოქს სპორტსს“.

 

როგორც ცნობილია, არგენტინელმა შეატყობინა „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას, რომ კლუბის დატოვება სურს, მაგრამ უარი მიიღო. მესიმ გამოაცხადა, რომ გააგრძელებს კატალონიელების რიგებში თამაშს, მაგრამ, ამასთან, კლუბის ხელმძღვანელობას პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუს მეთაურობით „კატასტროფა“ უწოდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი