logo_geo
რონალდ კუმანს ახალ სეზონში „ბარსელონას“ პირველი მატჩის გამოტოვება ემუქრება
- +

17 სექტემბერი. 2020. 14:57

 

 

კატალონიური გრანდის ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა შესაძლოა, 2020/21 წლების სეზონში „ბარსელონას“ პირველი ოფიციალური შეხვედრა გამოტოვოს, – იუწყება „Mundo Deportivo“.

 

გამოცემის ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებმა „ბარსელონას“ ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, კიკე სეტიენთან კონტრაქტის გაწყვეტის იურიდიული საკითხები ბოლომდე ვერ მოაგვარეს და კუმანს გუნდის მოედანზე გაყვანის უფლება ჯერ არ ექნება.

 

ახალი სეზონის პირველ შეხვედრას „ბარსელონა“ „ვილიარეალის“ წინააღმდეგ, 27 სექტემბერს გამართავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი