logo_geo
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: ფეხბურთში რასიზმი არ არსებობს
- +

17 სექტემბერი. 2020. 17:28

 

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრე გამოეხმაურა სკანდალს, რომელიც ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მარსელის“ მატჩის დროს მოხდა.

 

„ყველაფერმა ძალიან ცუდად ჩაიარა, ჩვენ ვწუხვართ ამის გამო. მათ ვერ შეძლეს სიმშვიდის შენარჩუნება და მოაწყვეს სანახაობა, რომელსაც არავინ ელოდა. გონსალესი და ნეიმარი? არ ვიცი, რა თქვა მან, არ გამიგია. მატჩში შეიძლება იყოს პაუზები. მაგრამ დღეს ჩვენ ერთი პროცენტითაც არ ვწუხვართ ამ თემაზე. როცა ფერადკანიან ფეხბურთელს გააქვს გოლი, მთელი სტადიონი ხარობს. რასიზმი სპორტში და კერძოდ, ფეხბურთში არ არსებობს ან თითქმის არ არსებობს“, – განაცხადა ლე გრემ ტელეეთერში.

 

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „მარსელის“ მატჩის დროს, ფეხბურთელებს შორის მასიური ჩხუბი დაიწყო, რომლის შედეგადაც მსაჯმა ჯამში ხუთ მოთამაშეს უჩვენა წითელი ბარათი. პარიზელთა ფორვარდმა ნეიმარმა კეფაში მუშტი ჩაარტყა „მარსელის” მცველს ალვარო გონსალესს. მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ალვარესი მას რასიზმის ნიადაგზე შეურაცხყოფდა.

 

საბოლოოდ, ნეიმარმა და „პსჟ“-ის კიდევ ერთმა ნახევარმცველმა ლეანდრო პარედესმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს, ექვსი მატჩით დაისაჯა მცველი ლეივინ კურზავა. „მარსელში“ სამ მატჩს გამოტოვებს მცველი ჟორდან ამავი, ერთს – ფორვარდი დარიო ბენედეტო.

 

ასევე სადისციპლინო კომიტეტი გამოიძიებს გონსალესის სავარაუდო რასისტულ ფრაზებს. ასევე ცალკე განიხილავენ ეპიზოდს, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ გონსალესს შეაფურთხა.

 

წყარო: https://1tv.ge/news/safrangetis-fekhburtis-federaciis-prezidenti-fekhburtshi-rasizmi-ar-arsebobs/

big_banner
არქივი