logo_geo
გიორგი ცინცაძე საამიროებში ითამაშებს
- +

21 სექტემბერი. 2020. 14:38

 

 

 

 

გიორგი ცინცაძე არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბ „ბანიჟა აბუ დაბიში“ ჩაირიცხა.  ახალი სეზონიდან კი კლუბის ხელმძღვანელობა მაღალ მიზნებს ისახავს და ამიტომაც დაიმატა გამოცდილი ქართველი გამთამაშებელი.

 

თავის მხრივ, ცინცაძეს აზიაში თამაშის პრაქტიკა აქვს. იგი ორი სეზონის განმავლობაში ყატარის „ალ შამალში“ ასპარეზობდა. გუნდის ლიდერი იყო და ყატარის ჩემპიონიც გახდა. შარშან თებერვალში იგი აზიიდან საქართველოში დაბრუნდა, „დინამოში“ ჩაირიცხა, თუმცა, ერთი მატჩიც არ უთამაშია – კორონავირუსის პანდემიამ მოუსწრო.

 

შეგახსენებთ, რომ ცინცაძე მეორე ქართველი კალათბურთელი იქნება, ვინც საამიროებში ითამაშებს. რამდენიმე წლის წინ „შარჯაში“ ნიკა ცქიტიშვილი გამოდიოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი