logo_geo
მამუკა გორგოძე: ეს თუ დავკარგეთ, რაგბის ავტორიტეტიც და რაგბის სიყვარულიც საქართველოში გაქრება
- +

21 სექტემბერი. 2020. 16:37

 

 

 

„ტაიმაუტის“ სეზონის პირველ გადაცემაში სტუმრობისას, მამუკა გორგოძეს სთხოვეს, რომ „რვა ერის“ ტურნირის წინ, ახალგაზრდა ქართველი მორაგბეებისთვის რჩევა მიეცა. ლეგენდარულმა ქართველმა მორაგბემ შეკითხვას ჩვეული თავმდაბლობით და გულწრფელობით უპასუხა.

 

„მთელი კარიერის განმავლობაში, როცა ახალწვეული მოვიდოდა ნაკრებში, არასდროს არ მიყვარდა ჩემი გამოცდილების ზედმეტად თავზე მოხვევა. დამერწმუნეთ,  ახალგაზრდა მოთამაშეს ჩვენზე მეტად უნდა, რომ მაგრად გამოვიდეს და მაგრად ითამაშოს. მე მათ ვერაფერს ვურჩევ, ერთი ის არის, რომ ავტორიტეტები არ არსებობენ, გავიდნენ და მაქსიმალური დადონ, ეს ჩვენს ბიჭებს არ ეშლებათ და ამაში დარწმუნებული ვარ.

 

ქართველი გულშემატკივარი იმდენად ბრძენია, რომ ხედავს, როცა მაქსიმალურად დაიხარჯები მოედანზე და იმის იქით აღარაფერი შეგიძლია, ეს მათთვის უკვე გამარჯვებაა. ეს ხასიათი არასდროს არ უნდა დავკარგოთ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ მოედანზე და გულშემატკივარმა დაინახოს, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ სამწუხაროდ, თამაში სხვანაირად დამთავრდა. ეს თუ დავკარგეთ, რაგბის ავტორიტეტიც და რაგბის სიყვარულიც საქართველოში გაქრება“, - აღნიშნა მამუკა გორგოძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი