logo_geo
გიორგი ლორიას თავის გაქანების გამო, მატჩის გაყიდვაში ადანაშაულებენ
- +

22 სექტემბერი. 2020. 18:35

 

 

საქართველოს ნაკრების და ბერძნული „ანორთოსისის“ მეკარეს გიორგი ლორიას კლუბ „აპოლონთან“ მატჩის განზრახ წაგებაში კვიპროსული მედია ადანაშაულებს.

 

კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „აპოლონთან“ 1:3 წაგებაში სწორედ ლორიაა დამნაშავე. კერძოდ, პრესაში წერენ, რომ როდესაც ლორიას კარში პენალტი დაინიშნა, მან თავდამსხმელს მიანიშნა, თუ რომელ კუთხეში დაერტყა.

 

ასევე ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აპოლონის“ მოგებაზე ტოტალიზატორებმა საეჭვოდ მაღალი ოდენობის თანხები გასცეს.

 

ამასთან დაკავშირებით, „ანორთოსისმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოწინააღმდეგე გუნდთან ლორიას ან სხვა ფეხბურთელის შეთანხმება კატეგორიულად უარყო.

 

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაცია უეფა-სთან ერთად ამ ფაქტის შესწავლას გეგმავს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი