ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე თვითიზოლაციაშია. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
მისი გუნდი 23 სექტემბერს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ირანულ „შაჰრი ჰურდუს“ ხვდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შოთა არველაძემ შეხვედრის მნიშვნელობაზე ილაპარაკა, რის შემდეგაც ტესტირება ჩაუტარდა და კორონავირუსი აღმოაჩნდა.
იგი 14 დღით თვითიზოლაციაში გადავიდა.