logo_geo
ფეხბურთი უმაყურებლო რეჟიმს უბრუნდება
- +

24 სექტემბერი. 2020. 16:22

 

 

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფეხბურთო შეხვედრები ისევ უმაყურებლოდ გაიმართება – ეს სამწუხარო სიახლე „საბურთალოს“ განცხადებიდან ირკვევა.

 

„საბურთალო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/4 ფინალურ მატჩს ქუთაისის „ტორპედოსთან“ 27 სექტემბერს გამართავს. დაპირისპირება მიხეილ მესხის სტადიონზე, 15:00 საათზე დაიწყება. თუკი ბოლო დროს მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდული იყო, ახლა საერთოდ აღარ დაიშვებიან.

 

„შეხვედრას დაესწრებიან მხოლოდ აკრედიტირებული მედიის წარმომადგენლები. ახალი რეგულაციების თანახმად მათი რაოდენობა შეზღუდულია“, – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო, ეროვნულ საფეხბურთო ლიგებში თამაშები 25 ივნისს განახლდა, ხოლო გულშემატკივრებმა დასწრების უფლება ივლისში მიიღეს. სამწუხაროდ, ახლა კორონავირუსმა ისევ შემოგვიტია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი