logo_geo
ანხელ დი მარია : მბაპესა და ნეიმარის დონეზე ვთამაშობ, მაგრამ ნაკრებში არ მეძახიან
- +

24 სექტემბერი. 2020. 20:16

 

 

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ არ გამოიძახეს არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად.

 

„მე ამის ახსნა არ გამაჩნია, უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის. ეროვნულ გუნდს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნაკრებში მოსახვედრად „პარი სენ-ჟერმენში“ არანორმალურივით ვმუშაობ. ჩემთვის რთულია ამ სიტუაციასთან შეგუება.

 

32 წლის ასაკში ისეთივე ინტენსივობით ვაგრძელებ რბენას, როგორც ადრე. ყოველ მატჩში ჩემი თამაშით ვამტკიცებ, რომ „მოხუცი“ არ ვარ და შემიძლია ნეიმარისა და მბაპეს დონეზე თამაში“, – თქვა დი მარიამ.

 

ამ სეზონში ნახევარმცველმა ლიგა 1-ში სამი მატჩი ჩაატარა და თითო გოლი და შედეგიანი პასი მიითვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი