logo_geo
მაიკ ტაისონმა ენტონი ჯოშუასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა
- +

24 სექტემბერი. 2020. 21:25

 

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტურმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ თანახმაა საქველმოქმედო ბრძოლისთვის რინგზე გავიდეს ბრიტანელი ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ.

 

54 წლის ტაისონს 2005 წლის შემდეგ არ ჩაუტარებია ოფიციალური ორთაბრძოლა. მისი დაბრუნება 28 ნოემბერს უნდა შედგეს – ამერიკელი როი ჯონსის წინააღმდეგ.

 

ტაისონს ჰკითხეს, აინტერესებს თუ არა საქველმოქმედო ბრძოლა მასზე 24 წლით უმცროსი ჯოშუას წინააღმდეგ, რომელიც სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

 

„სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. გასაოცარი იქნებოდა. თუ ამას შეუძლია ქველმოქმედებისთვის მსხვილი თანხა მოიტანოს, თანახმა ვარ. ეს იქნება გართობა, მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედებისთვის. გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალებში იქნება“, – მოჰყავს ტაისონის სიტყვები „დეილი მეილს“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი