logo_geo
ასეთი რამ ფედერერს რომ შემთხვეოდა? - ბოსნიელი ჩოგბურთელი როლან გაროსს სასამართლოთი ემუქრება
- +

24 სექტემბერი. 2020. 21:59

 

 

ბოსნიელი ჩოგბურთელი დამირ ძუმჰური როლან გაროსის ორგანიზატორების წინააღმდეგ საქმის აღძრას აპირებს. რამდენიმე დღის წინ, ძუმჰური კვალიფიკაციის გათამაშებიდან მოხსნეს იმის გამო, რომ მის მწვრთნელს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ჩოგბურთელს განმეორებითი ტესტის შანსი არ მისცეს.

 

ბოსნიელი დარწმუნებულია შეცდომაში: მისმა სერბმა მწვრთნელმა კორონავირუსი რამდენიმე თვის წინ გადაიტანა, ხოლო ტესტი, რომელიც უკვე როლან გაროსიდან მოხსნის შემდეგ ბელგრადში გაიკეთა, უარყოფითი შედეგის იყო.

 

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში 15-20 ტესტი ჩავატარეთ – ყველა უარყოფითი იყო, – თქვა ძუმჰურმა.ორი ტესტი ჩავაბარეთ რომში, ხოლო პარიზში პირველი ტესტის შედეგიც უარყოფითი იყო. შაბათს ჩატარდა მეორე ტესტი. მე ვერაფერი აღმომიჩინეს, მაგრამ კვირას ჩემს მწვრთნელს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მისი შედეგი ახლო იყო დადებითთან.

 

მან სცადა იმის ახსნა, რომ ანტისხეულების მქონე ადამიანებმა შეიძლება შეცდომით დადებითი შედეგი აჩვენონ, მაგრამ ახალი ტესტის შანსი არ მოგვცეს. დარწმუნებული ვარ, ის უარყოფითი იქნებოდა”.

 

ასევე ბოსნიელმა დაიჩივლა, რომ საჩოგბურთო წესები ყველასთვის ერთნაირი არ არის.

 

„მაინტერესებს, მსგავსი რამ რაფაელ ნადალს, როჯერ ფედერერს ან მათ მწვრთნელებს რომ შემთხვეოდათ, მიიღებდნენ თუ არა მეორე ან თუნდაც მესამე ტესტის შანსს? ვიცით, რომ წესები ყველასთვის ერთი არ არის. ვეჭვობ, ასეთი დიდი ჩოგბურთელები ასე უბრალოდ ჩამოეშორებინათ ტურნირს.

 

მალე მე მივიღებ დამატებით ინფორმაციას, რის შემდეგაც ჩემს ადვოკატებთან ერთად გადავწყვეტ, რა გავაკეთო. უნდა დავამატო, რომ გუშინ მივიღე შეტყობინება ჯოკოვიჩისგან, რომელმაც დახმარება შემომთავაზა. მოხარული ვარ, რომ ის და სხვა ჩოგბურთელები, რომლებსაც ნამდვილად არ სურთ ასეთ სიტუაციაში აღმოჩდნენ, მხარს მიჭერენ”.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი