logo_geo
გარეტ ბეილი „რეალში“ გატარებულ პერიოდს არ ნანობს
- +

25 სექტემბერი. 2020. 12:33

 

 

 

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა „რეალში“ გატარებულ პერიოდზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. „სამეფო კლუბში“ უელსელ ფეხბურთელს ხშირად არ ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება და ძირითად განაცხადში იშვიათად ხვდებოდა.

 

„არ ვნანობ დროს, რომელიც „რეალში“ გავატარე, – ციტირებს ბეილის სიტყვებს „Sky Sports“, – მე უბრალოდ ვცდილობ, ფეხბურთი ვითამაშო. ეს არის ყველაფერი, რაც შემიძლია გავაკეთო. არ ვნანობ, რაც გამიკეთებია, მიუხედავად იმისა, რას ლაპარაკობენ ჩემზე.

 

უცხო ქვეყანაში ცხოვრებამ, უცხო კულტურასთან შეხებამ საშუალება მომცა, რომ პიროვნულადაც გავზრდილიყავი და გავზრდილიყავი, როგორც ფეხბურთელი. ასეთ დროს სწავლობ, როგორ უნდა გაუმკლავდე სხვადასხვა სიტუაციას. მე არაერთხელ აღმოვჩნდი სიტუაციაში, როდესაც ჩემზე დიდი ზეწოლა იყო, მაგრამ ვისწავლე, როგორ უნდა გავუმკლავდე ასეთ ამბებს და ზედმეტად სერიოზულად არ აღვიქვა“.

 

31 წლის ბეილი „ტოტენჰემში“ „რეალიდან“ იჯარის წესით გადავიდა და ინგლისური კლუბის ღირსებას 2020/21 წლების სეზონში დაიცავს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი