„ბარსელონას“ ლეგენდარული თავდამსხმელი, ლიონელ მესი თანაგუნდელი ლუის სუარესის „ატლეტიკოში“ გადასვლას გამოეხმაურა და კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები გააკრიტიკა.
„რთული იქნება შენს გარეშე მოედანზეც და მოედნის მიღმაც, – მიმართა ლიონელ მესიმ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ლუის სუარესს – ჩვენ მოგვენატრები. რამდენი წელი, რამდენი მატე, რამდენი სადილი და რამდენი რამ, რასაც ვერასდროს დავივიწყებ.
უცნაური იქნება შენი სხვა გუნდის მაისურით ნახვა და კიდევ უფრო უცნაური – შენს წინააღმდეგ თამაში. შენ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ხარ. მოიპოვე არაერთი ინდივიდუალური თუ გუნდური ჯილდო.
შენ არ დაგიმსახურებია, რომ გუნდიდან ასეთი ფორმით გაეგდეთ, მაგრამ ახლა უკვე აღარაფერი მიკვირს“.