logo_geo
ლუის ენრიკე „მარსელის“ ფეხბურთელი გახდა
- +

25 სექტემბერი. 2020. 17:31

 

 

„ბოტაფოგოს“ ნიჭიერი ვინგერი ლუის ენრიკე სათამაშოდ ევროპაში მოდის და „მარსელის“ ღირსებას დაიცავს, – იუწყება ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

 

18 წლის ბრაზილიელმა „მარსელთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა, თუმცა კონტრაქტის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

 

პორტალი Transfermarkt ლუის ენრიკეს ტრანსფერის თანხად 12 მილიონ ევროს ასახელებს.

 

ლუის ენრიკე „11“ ნომერი მაისურით იასპარეზებს.

 

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულები იყვნენ: „იუვენტუსი“, „ბენფიკა“ და „ვულვერჰემპტონი“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი