logo_geo
კრიშტიანუ რონალდუ ყველაზე პატივსაცემი სპორტსმენია მსოფლიოში
- +

27 სექტემბერი. 2020. 10:37

 

 

 

ბაზრის კვლევისა და მონაცემთა ანალიზის ბრიტანულმა საერთაშორისო კომპანია „YouGov“-მა მასშტაბური კვლევა ჩაატარა 2020 წელს მსოფლიოში ყველაზე პატივსაცემი ადამიანის გამოსავლენად. რეიტინგის შესადგენად გამოიკითხა 45 ათასზე მეტი ადამიანი 42 ქვეყნიდან.

 

სიის პირველ ათეულში მხოლოდ ერთი წარმომადგენელია სპორტიდან – „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელი მეექვსე ადგილზე იმყოფება. „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ მე-11 ადგილი დაიკავა.

 

რეიტინგის აბსოლუტური ლიდერი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი