logo_geo
რევაზ ძოძუაშვილი: ფეხბურთის არწივები გვყავდა და დღევანდელი ფეხბურთელების უმეტესობა კი, ინდაურია
- +

28 სექტემბერი. 2020. 02:57

 

 

თბილისის "დინამოს" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების "კლაკსვიკთან" 1:6 წაგებაზე კომენტარი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის "დღის კურიერის" ეთერში ვეტერანმა დინამოელმა რევაზ ძოძუაშვილმა გააკეთა:

 

"ჩვენ ჯერ ვერ გაგვიგია, რა ფეხბურთი გვინდა ჩვენი სახელმწიფოსთვის. გვინდა პროფესიონალური ფეხბურთი ქალაქისთვის, კლუბისთვის, თუ მსოფლიო დონის ფეხბურთისთვის. გუშინ "დინამომ" მოყვარულთა ფეხბურთი აჩვენა. როდესაც ასეთ დონეზე ითამაშებ, ანუ მოწინააღმდეგის გუნდიდან მწყემსი სამ ბურთს გაიტანს, რა უნდა გაგვიკვირდეს.

 

ჩვენ საქართველოში ფეხბურთის არწივები გვყავდა და დღევანდელი ფეხბურთელების უმეტესობა კი, ინდაურია. არ არის გამორიცხული, რომ ამაზე მეტი დაგვემართოს, თუ ფეხბურთის იმ სიბრძნის კანონებს არ გავყვებით, რომელიც იყო საქართველოში", - განაცხადა რევაზ ძოძუაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი