logo_geo
მიქაუტაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა - ქართველი ბელგიური ლიგის ბომბარდირია
- +

28 სექტემბერი. 2020. 10:40

 

 

გიორგი მიქაუტაძე ბელგიაში გასაოცარ სეზონს ატარებს – ფრანგული „მეციდან“ ბელგიის პირველი დივიზიონის „სერაინში“ იჯარით გადასულმა ქართველმა თავდამსხმელმა ბოლო ტურში დუბლი შეასრულა.

 

მეხუთე ტურში „სერაინი“ გასვლაზე „ლიერსს“ ესტუმრა და 5:2 დაამარცხა. ამაში კი დიდი როლი სწორედ 19 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ითამაშა – გიორგიმ ჰეთ-ქრიქი შეასრულა, მისმა გუნდმა კი 5:2 მოიგო. მიქაუტაძემ ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა, 76-ზე დუბლი შეასრულა, ხოლო 89-ე წუთზე – ჰეთ-თრიქი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

 

მიმდინარე სეზონში მიქაუტაძე გასაოცარ შედეგიანობას აჩვენებს – ქართველმა 5 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ანუ საშუალოდ შეხვედრაში 1,8 გოლი გააქვს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბელგიის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს, მის შედეგს ესეც ვერ დააკნინებს და ამ დონისთვისაც შესანიშნავი შედეგია.

 

„სერაინი“ 9 ქულით გათამაშების ლიდერია, ხოლო მიქაუტაძე ბომბარდირებში დიდი უპირატესობით დაწინაურდა – მეორე ადგილზე „მოლენბეკის“ სომეხი თავდამსხმელი ივან იაგანია, რომელიც ბომბარდირთა დავის ლიდერ ქართველს 5 გოლით ჩამორჩება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი