logo_geo
ლიონელ მესი: მე ყოველთვის „ბარსელონას“ ინტერსებიდან გამომდინარე ვმოქმედებდი
- +

30 სექტემბერი. 2020. 13:41

 

 

„ბარსელონას“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ კატალონიური კლუბთან მის ბოლოდროინდელ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

 

„ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ და გვჯეროდეს, რომ წინ უკეთესი მომავალია“, – ციტირებს არგენტინელის სიტყვებს Sport.es.

 

მე ვიღებ პასუხისმგებლობას საკუთარ შეცდომებზე და თუ ისინი დავუშვი, მხოლოდ ის მსურდა, რომ „ბარსელონა“ უფრო ძლიერი და უკეთესი გამხდარიყო.

 

ენთუზიაზმი და მოტივაცია ერთადერთია, რაც მიზნის მიღწევაში გვეხმარება, ჩვენ სულ ერთი მიმართულებით უნდა ვიაროთ. თუ, რომელიმე გულშემატკივარი გააღიზიანა იმან, რასაც ვამბობდი და ვაკეთებდი, არავის შეეპაროს ეჭვი, რომ მე მხოლოდ „ბარსელონას“ ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებდი და კლუბისთვის საუკეთესო მსურს“, - განაცხადა მესიმ.

                                

                  

წყარო : wyaro
big_banner
არქივი