logo_geo
მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელი გარდაიცვალა - ფეხბურთელის ქართველი ცოლი გარდაცვალების მიზეზს ასახელებს
- +

10 ოქტომბერი. 2020. 16:28

 

 

ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი ვასილ კულკოვი გარდაიცვალა – რუსული და ვეროპული კლუბების ყოფილი მოთამაშე და რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი. რუსული მედიის ცნობით, კულკოვი კორონავირუსით გარდაიცვალა. თუმცა, ვეტერანი ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია კითხვებს ტოვებს, რადგან სოციალურ ქსელში ცნობა გარდაცვალების შესახებ მისმა მეუღლემ, ელენა მახარაძემ გაავრცელა. მას შემდეგ, რაც კიბო დაუდგინეს, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა სპეციალურ საავადმყოფოში და ქიმიოთერაპიის რამდენიმე ეტაპი ჩაუტარდა.

 

გაირკვა, რომ ვასილ კულკოვს 2019 წლის აგვისტოში კიბო დაუდგინეს და მას შემდეგ მომაკვდინებელ სენს ებრძოდა, მაგრამ გარდაცვალების მიზეზად, მედიამ მაინც კორონავირუსი დაასახელა.

 

რუსეთის ნაკრებების ყოფილი მცველი და ნახევარმცველი ვასილი კულკოვი თამაშობდა მოსკოვის „სპარტაკში“, რომლის შემადგენლობაში 1989 წელს სსრკ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

 

კულკოვმა ასევე ითამაშა პორტუგალიაში, „ბენფიკასა“ და „პორტოში“, რომელთანაც პორტუგალიის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1999 წელს „ზენიტთან“ ერთად რუსეთის თასი მოიგო. ვასილი კულკოვი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი