logo_geo
ულამაზესი სტადიონი პოლონეთში, სადაც საქართველო სომხეთს შეხვდება
- +

10 ოქტომბერი. 2020. 17:20

 

 

ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთს შეხვდება.

 

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო უეფა-მ მატჩი ერევნიდან პოლონეთის ქალაქ ტიჩში გადაიტანა, სადაც მატჩი 11 ოქტომბერს გაიმართება.

 

სომხეთის ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს „მეისკი სტედიუმზე“ – სილეზიაში მდებარე ქალაქი ტიჩში ულამაზეს საფეხბურთო არენაზე, რომელიც მუნიციპალური სტადიონია და რანგით მეორე პოლონური ლიგის „გკს“-ს საშინაო არენაა.

 

სტადიონი აშენდა და გაიხსნა 1970 წელს. განახლდა 2015 წელს. 2019 წელს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა. ტევადობა 15 150 ადგილია. მისი მშენებლობა 128.9 მილიონი პოლონური ზლოტი დაჯდა (დაახლოებით 28,83 ევრო). ის ზემო სილეზიის მთელ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და თანამედროვე სტადიონია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი