logo_geo
საქართველოს ნაკრები პოლონეთში გაემგზავრა
- +

10 ოქტომბერი. 2020. 17:22

 

 

ევრო2020-ის ფინალისტი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პოლონეთში გაემგზავრა, სადაც უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას გამართავს.

 

ცნობილია, რომ უეფა-ს გადაწყვეტილებით სომხეთის წინააღმდეგ შეხვედრა ერევნის ნაცვლად, პოლონეთის ქალაქ ტიხის „მეისკი სტედიუმზე“ შედგება. საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისიდან ჩარტერული რეისით დღეს გაემგზავრა და ქალაქ კატოვიცეში ჩავიდა. სომხეთი – საქართველოს მატჩის მასპინძელ ქალაქ ტიხის სტადიონზე ჩვენი გუნდი დღეს ივარჯიშებს.

 

საქართველოს ნაკრებს 11 და 14 ოქტომბერს სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გურამ კაშია და ოთარ კაკაბაძე ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე რომ ტრავმირებული იყო, ეს ბელარუსთან მატჩამდე გახდა ცნობილი და ფეხბურთელი ბელგიაში დაბრუნდა.

 

საქართველოს ნაკრებიდან პოლონეთში შემდეგი ფეხბურთელებით გაემგზავრნენ:

 

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

 

მცველები: დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

 

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ოტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

 

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი