logo_geo
ვლადიმერ ვაისი: ხვალინდელ შეხვედრაში არაერთი ცვლილება იქნება
- +

11 ოქტომბერი. 2020. 01:46

 

 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, სომხეთის ნაკრებთან მატჩის შესახებ ისაუბრა. ვაისმა მოახლოებულ შეხვედრაში არაერთი ცვლილება დააანონსა.

„ერთა ლიგის ხვალინდელ შეხვედრაში არაერთი ცვლილება იქნება. ტრავმის გამო კაკაბაძე გამოგვაკლდა, ასევე გურამ კაშია. ისინი უახლოეს დღეებში კლუბებში დაბრუნდებიან და მომდევნო მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშისთვის მოემზადებიან.

წინა მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებებს ვგეგმავთ, შანსი მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბოლო შეხვედრაში არ უთამაშიათ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან.

ბელარუსთან გამარჯვების შემდეგ, სადაც პლეი-ოფის ფინალის საგზური მოვიპოვეთ, უკვე ხვალინდელი თამაშისთვის ვემზადებით. სომხეთს მხითარიანის სახით დიდი ვარსკვლავი ჰყავს. ვფიქრობ, ხვალ განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენს მოწინააღმდეგეს ასევე საკმაოდ გამოცდილი ესპანელი მწვრთნელი ჰყავს," - ციტირებს ვაისის სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

პოლონეთის ქალაქ ტიხში სომხეთსა და საქართველოს შორის ერთა ლიგის ჩ დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მატჩი 11 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი ერევანში უნდა გამართულიყო, თუმცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი ქმედებების გამო უეფამ შეხვედრა ნეიტრალურ მინდორზე გადაიტანა.

 

 

 წყარო: https://adjarasport.com/fekhburti/posts/

 

big_banner
არქივი