logo_geo
ვლადიმირ ვაისი: სომხეთთან შანსი იმ ფეხბურთელებს მიეცემათ, რომლებსაც ბოლო შეხვედრაში არ უთამაშიათ
- +

11 ოქტომბერი. 2020. 11:20

 

 

 

ვლადიმირ ვაისმა უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისწინა პრესკონფერენცია პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე გამართა – საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გუნდში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა.

 

შეგახსენებთ, რომ ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს უეფა-ს ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის შეხვედრებში სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებთან გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე და გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან.

 

„ერთა ლიგის შეხვედრაში არაერთი ცვლილება იქნება. ტრავმის გამო კაკაბაძე გამოგვაკლდა, ასევე გურამ კაშია. ისინი უახლოეს დღეებში კლუბებში დაბრუნდებიან და მომდევნო მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშისთვის მოემზადებიან. წინა მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებებს ვგეგმავთ, შანსი მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბოლო შეხვედრაში არ უთამაშიათ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან,“ – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

 

საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა მეტოქეზეც ილაპარაკა:

 

„ბელარუსთან გამარჯვების შემდეგ, სადაც პლეი-ოფის ფინალის საგზური მოვიპოვეთ, უკვე 11 ოქტომბრის თამაშისთვის ვემზადებით. სომხეთს მხითარიანის სახით დიდი ვარსკვლავი ჰყავს. ვფიქრობ, ხვალ განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენს მოწინააღმდეგეს ასევე საკმაოდ გამოცდილი ესპანელი მწვრთნელი ჰყავს“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი