logo_geo
ედინსონ კავანიმ ნეიმართან ურთიერთობებზე ილაპარაკა
- +

11 ოქტომბერი. 2020. 13:00

 

 

 

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალბედამ ედინსონ კავანიმ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდთან ნეიმართან თავის ურთიერთობებზე ილაპარაკა.

 

„ის კარგი ბიჭია. ერთადერთხელ, როცა მას წავეჩხუბე, ეს იყო მატჩი „ლიონის“ წინააღმდეგ. ეს ამბავი ყველამ იცის. ჩვენს შორის კონფლიქტი მოხდა და გასახდელშიც კი გაგრძელდა კამათი. თუმცა, ბევრი რამ არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

დიახ, ჩვენ ძალიან განსხვავებული ადამიანები ვართ. როგორც ყოველთვის ვამბობდი, გუნდში არ არის აუცილებელი მეგობრები ან ძმები ვიყოთ. ჩემი აზრით, უნდა ვიმეგობროთ მინდორზე, დავიცვათ ერთმანეთი, ვირბინოთ ერთმანეთისთვის. გასახდელის შემდეგ კი არ არის აუცილებელი ყველაფერში მეგობრები ვიყოთ ან ყველასთან სადილოდ იაროთ. დიახ, ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ, ბევრ რამეს არ ვუზიარებთ ერთმანეთს, სხვადასხვანაირად ვფიქრობთ, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს გვქონდეს კარგი ურთიერთობა“, – თქვა კავანიმ.

 

ედინსონ კავანი 5 ოქტომბერს, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“.

 

გასულ სეზონში კავანი „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობდა და 22 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი