logo_geo
ჰენრიხ მხითარიანი: საქართველოს ნაკრებს გავაოცებთ და დავამარცხებთ
- +

11 ოქტომბერი. 2020. 12:53

 

 

 

სომხეთის ნაკრებისა და „რომას“ შემტევმა ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ მატჩზე პრესკონფერენციაზე ილაპარაკა და დარწმუნებით თქვა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის სიურპრიზს ამზადებენ.

 

„გავაანალიზეთ მეტოქის თამაშები და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს გუნდს ძალიან კარგად ვიცნობთ. მათ ბოლო თამაშები კარგად ჩაატარეს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან შევეცდებით ისინი გავაოცოთ, ჩვენ თამაშს ვაჩვენებთ და წარმატებას მივაღწევთ,“ – ამბობს ჰენრიხ მხითარიანი.

 

ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი