logo_geo
ფრანჩესკო ტოტის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა
- +

13 ოქტომბერი. 2020. 18:14

 

 

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ფრანჩესკო ტოტის მამა ენცო ტოტი კორონავირუსის ინფექციისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ „ფუტბოლ იტალიამ“ დაწერა.

 

რამდენიმე დღის წინ, უფროსმა ტოტიმ დადებითი პასუხი მიიღო კოვიდ-ტესტზე, რის შემდეგაც, ის სასწრაფოდ გადაიყვანეს რომის კლინიკაში. კორონავირუსის ფონზე, მამაკაცს გულის შეტევა დაემართა.

 

ენცო ტოტი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანჩესკოს ამ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

ფრანჩესკო ტოტი „რომაში“ 1992-2017 წლებში თამაშობდა. ის კლუბის რეკორდსმენია მატჩებისა (786) და გოლების (307) რაოდენობით.

 

 

 

 

big_banner
არქივი