logo_geo
2020 წელს ჭიდაობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი აღარ გაიმართება
- +

14 ოქტომბერი. 2020. 12:58

 

 

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების გადაწყვეტილებით, ეს ტურნირი კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაუქმდა და წლევანდელი სეზონის კალენდარში შეტანილი დიდი შეჯიბრებებიდან ძალაში მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატი რჩება.

 

მსოფლიო ჩემპიონატს 12-20 დეკემბერს, სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს. ამ ტურნირზე მონაწილეობის მსურველ ქვეყანათა ნაკრებების პროგრამული რეგისტრაციის ვადა 5 ნოემბერს იწურება.

 

6 ნოემბერს კი მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ბიუროს სხდომა გაიმართება და შესული განაცხადების რაოდენობისა და პანდემიის დონის გათვალისწინებით, მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი