logo_geo
საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა
- +

14 ოქტომბერი. 2020. 13:54

 

 

გორში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანის გუნდს უმასპინძლა.

 

 

ანგარიში 42-ე წუთზე ლუკა ლაკვეხელიანის პასით, გიორგი გულიაშვილმა გახსნა და პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა მინიმალური სხვაობით მოიგო.

 

77-ე წუთზე მსაჯმა მოედინდან აზერბაიჯანელი თურან ვალიზადა გააძევა და ანგარიში აღარ შეცვლილა.

 

საქართველოს გუნდმა სამი ქულა მოიპოვა.

 

მეორე ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს თბილისში სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს.

 

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 9 შეხვედრის შემდეგ, 12 ქულა აქვს და ცხრილის მესამე ადგილზე იმყოფება. პირველ-მეორე ადგილზე კი, 21-21 ქულით შვეიცარიისა და საფრანგეთის გუნდები არიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი