logo_geo
თანაგუნდელებმა ფეხბურთელი მოედანზე დაშვებული შეცდომის გამო მოკლეს
- +

14 ოქტომბერი. 2020. 14:53

 

 

უგანდაში თანაგუნდელებმა ფეხბურთელი მოედანზე დაშვებული შეცდომის გამო მოკლეს. ამის შესახებ „Daily Monitor წერს.

 

თამაშში ერთმანეთს ორი ადგილობრივი გუნდი დაუპირისპირდა. ფეხბურთელმა ჩერჩილ ოვაჩიმ ერთ-ერთი მოთამაშე შეცვალა. მან მოედანზე შეცდომა დაუშვა, რამაც მოწინააღმდეგეს გოლის გატანის საშუალება მისცა. ამან მისი თანაგუნდელები გააცოფა, რომლებიც მას მისცვივდნენ და უმოწყალოდ სცემეს.

 

თამაშის შემდეგ ოვაჩიმ, შურისძიების მიზნით, ერთ-ერთი თანაგუნდელი ველოსიპედიდან გადმოაგდო. ამას ახალი დაპირისპირება მოჰყვა. ნაცემმა ოვაჩიმ გონება დაკარგა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი ფეხბურთელი დაკავებულია. გამოძიება გრძელდება. უახლოეს მომავალში სასამართლო პროცესი დაიწყება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი