logo_geo
ენტონი დევისი „ლეიკერსში“ რჩება
- +

16 ოქტომბერი. 2020. 15:41

 

 

ენტონი დევისმა კარიერაში პირველი ჩემპიონის ბეჭედი „ლეიკერსთან“ ერთად წელს მოიპოვა. გამარჯვების შემდეგ ლოს-ანჯელესელების ერთ-ერთ ლიდერს არაერთხელ დაუსვეს შეკითხვა გუნდში დარჩენა-არდარჩენასთან დაკავშირებით, რადგან დევისი თავისუფალი აგენტი ხდებოდა.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, დევისმა საკუთარი კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებულ მოთამაშის ოფციაზე უარი თქვა და „ლეიკერსთან“ ახალი კონტრაქტს მოაწერს ხელს. გუნდი ახალ ხელშეკრულებას დევისს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

 

ენტონი დევისს ახალი კონტრაქტის რამდენიმე ოფცია ექნება. მას შეუძლია, ორწლიან ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ კონტრაქტი გაცილებით ხანგრძლივი გამოდგეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი