logo_geo
კლოპი ანჩელოტის წინააღმდეგ - ხვალ „ლივერპული“ „ევერტონს“ დაუპირისპირდება
- +

16 ოქტომბერი. 2020. 19:14

 

 

ხვალ, 17 ოქტომბერს პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩში „ლივერპული“ „ევერტონს“ დაუპირისპირდება, შესაბამისად – იურგენ კლოპი კარლო ანჩელოტის.

 

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა მატჩის წინა დღეს კარლო ანჩელოტის შესახებ ისაუბრა.

 

„რასაც ანჩელოტიზე ვფიქრობ, არავისთვის არ არის საიდუმლო, – ციტირებს კლოპის სიტყვებს BBC. – კარლოს დიდ პატივს ვცემ, ის შესანიშნავი ადამიანია. როცა გავიგე, რომ ანჩელოტი „ევერტონს“ ჩაუდგებოდა სათავეში ვიფიქრე: „როგორც ჩანს, ჩვენ ახალი კონკურენტი გვეყოლება“.

 

„ევერტონმა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გონივრული ნაბიჯები გადადგა და მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ფეხბურთელები მიეჩვივნენ ანჩელოტის მოთხოვნების შესრულებას და ახლა „ევერტონი“ შესანიშნავი გუნდია“, – ამბობს მერსისაიდელების მთავარი მწვრთნელი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი