logo_geo
რისტოვსკიმ „სპორტინგიდან“ წასვლა არ ისურვა - ჩრდილომაკედონიელთა ვიცე-კაპიტანმა რუსებს უარი უთხრა
- +

18 ოქტომბერი. 2020. 12:27

 

 

„მე ყოველთვის აქ ვიქნები, არსად არ მივდივარ!“ – სოციალური ქსელში გამოქვეყნებული ამ პოსტით, სტეფან რისტოვსკიმ რუსეთში მის გადასვლაზე დაწყებული მოლაპარაკებას წერტილი დაუსვა.

 

ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი ლისაბონის „სპორტინგში“ თამაშობს. სეზონის დასაწყისში რისტოვსკი პორტუგალიური გრანდის ძირითადი შემადგენლობიდან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმიმ ამოაგდო.

 

ლისაბონური კლუბი მოსკოვის „დინამოს“ ტრანსფერზე შეუთანხმდა – რისტოვსკი ჯერ ერთწლიანი იჯარით ითამაშებდა, ამის შემდეგ კი მოსკოველები ბალკანელი მცველის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებას მიიღებდნენ, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წევრი კლუბების გარიგებას არ დათანხმდა და ლისაბონის „სპორტინგში“ დარჩენა გადაწყვიტა. მას პორტუგალიურ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი