logo_geo
ზურიკო დავითაშვილმა კოვიდ-19 დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდა
- +

18 ოქტომბერი. 2020. 15:21

 

 

სასიხარულო ამბავია – ზურიკო დავითაშვილმა კორონავირუსი დაამარცხა და მოედანს უბრუნდება, – ინფორმაციას გამოცემა „ჩემპიონატი“ ავრცელებს.

 

დღეს, 18 ოქტომბერს, ვოლგოგრადში გაიმართება რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურის შეხვედრა „როტორსა“ და „ტამბოვს“ შორის და ცნობილი გახდა გუნდების შემადგენლობები – საქართველოს ნაკრების 19 წლის შემტევი ვოლგოგრადელთა შემადგენლობაში სამკვირიანი პაუზისა და კორონავირუსის გადატანის შემდეგ დაბრუნდა. დავითაშვილს პარტნიორობას ბათუმის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი გაუწევს.

 

ვოლგოგრადელთა სათადარიგოებში არიან ნიკა ყიფიანი და ბექა მიქელთაძე, ხოლო სანაკრებო მატჩების შემდეგ დაბრუნებული საბა კვირკველია შეხვედრას გამოტოვებს. აღსანიშნავია, რომ „ტამბოვის“ ძირითადში გურამ თეთრაშვილია, ხოლო სათადარიგოებში – ვლადიმერ კობახიძე.

 

მატჩამდე „როტორის“ მწვრთნელის თანაშემწემ, მაქსიმ შაცკიხმა კომენტარი გააკეთა იმ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც კლუბში კორონავირუსის აფეთქება დაფიქსირდა და დაავადების ათზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

 

„გუნდში ყველა ჯანმრთელია. ჩემი აზრით, „როტორი“ ყველაზე პატიოსანი გუნდია რუსეთის პრემიერლიგაში, რომელმაც დაუყოვნებლივ გახსნა ყველა მონაცემი, როდესაც დაავადებულების შესახებ შვეიტყვეთ. ეს სხვას არავის გაუკეთებია. ინფეცირებულთა დამალვას აზრი არ აქვს. მადლობა ღმერთს, ახლა ყველაფერი კარგადა არის“, – განაცხადა შაცკიხმა გამოცემა „ჩემპიონატთან“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი