logo_geo
2021 წლის უიმბლდონი, შესაძლოა, უმაყურებლოდ ჩატარდეს
- +

18 ოქტომბერი. 2020. 17:11

 

 

„დიდი სლემის“ ტურნირის უიმბლდონის ორგანიზატორები განიხილავენ 2021 წლის ჩემპიონატის უმაყურებლოდ ჩატარების ვარიანტს. ამის შესახებ ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

 

ასევე ორგანიზატორები ფიქრობენ ტურნირის ჩატარებას ტრიბუნების სრული ან ნაწილობრივი შევსებით. „დიდი სლემის“ ჩემპიონატის გამართვის ფორმატი დამოკიდებულია დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანოების პოზიციაზე.

 

წელს უიმბლდონი პირველად არ ჩატარდა 1945 წლის შემდეგ, რისი მიზეზიც კორონავირუსი იყო.

 

2021 წელს, ტურნირი გაიმართება 28 ივნისიდან 11 ივლისამდე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი