logo_geo
შოთა არველაძე: იმაზე ლაპარაკი, ვიღაც თუ წავა, მე რას ვიზამ, არასწორია
- +

21 ოქტომბერი. 2020. 20:06

 

შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა თურქული გამოცემა „მილიეთის“ გავრცელებულ ხმებზე იმის თაობაზე, რომ მას „ტრაბზონსფორის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზეს.

 

ამასთან დაკავშირებით შოთა არველაძემ კომენტარი უზბეკურ KUN.UZ-თან გააკეთა და თქვა, რომ თურქულ კლუბთან მოლაპარაკება არ ჰქონია.

 

„დიახ, ვიცი, რასაც წერენ, რომ „ტრაბზონში“ მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ახლა ვარჯიში მქონდა და არ ვიცი, „ჰურიეთმა“ რა დაწერა. პირადად მე არავინ დამკავშირებია და ამაზე არ ვფიქრობ. ნებისმიერი მწვრთნელი, რომელიც წინადადებას მიიღებს, რა თქმა უნდა, მასზე იფიქრებს. ვარ თუ არა „პახტაკორში“ კომფორტულად? რა თქმა უნდა! მაგრამ მოდით, ასე ვთქვათ – მე არავისთან ფლირტაობა არ მსურს. ეს აქამდე არ გამიკეთებია და არც ახლა ვაპირებ. ვიღაც ამაზე წერს – მადლობა მათ ნდობისთვის, მადლობა ჩვენებსაც ამ ნდობისთვის, მაგრამ იმაზე ლაპარაკი, თუ ვიღაც წავა, მე რას ვიზამ, არასწორია. შესაძლოა, ეს ხმებია და ჩვენ მასზე კომენტარები არ უნდა გავაკეთოთ. როდესაც ვიღაცას კონკრეტული წინადადება აქვს, ვიღაც სადმე წასვლას აპირებს, ეს ნორმალური ამბავია და დრო გვაჩვენებს, რა და როგორ იქნება“, – განაცხადა შოთა არველაძემ.

 

„ჰურიეთის“ ცნობით, თურქეთის სუპერლიგის მე–5 ტურში სტამბოლის „ბაშაქშეჰირთან“ დამარცხების შემდეგ, „ტრაბზონსფორი“ინგლისელი მწვრთნელის ედი ნიუტონის მუშაობით უკმაყოფილოა და ოფიციალური შეთავაზებით მიმართა შოთა არველაძეს, რომელიც ამ გუნდის ლეგენდაა და მისი მთავარი მწვრთნელი იყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი