logo_geo
ზინედინ ზიდანს სიტუაციის გამოსწორებისთვის ორი მატჩი მისცეს, მის შემცვლელებად პოჩეტინო და რაული მოიაზრებიან
- +

22 ოქტომბერი. 2020. 23:28

 

 

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ჩემპიონთა ლიგაზე „შახტართან“ დამარცხების შემდეგ, ტრადიციულად, გუნდის გასახდელში შევიდა, – იტყობინება გაზეთი „მარკა“.

 

ამჯერად, ლაპარაკი მოკლე და ძალიან დაძაბული იყო. პერესმა განაცხადა, რომ „კადისთან“ და „შახტართან“ საშინაო ორი მარცხის ნაწილობრივ გამართლება მაყურებლების არყოფნით შეიძლება, მაგრამ ისეთი კლუბი, როგორიც „რეალია“, ამგვარი რამ არ უნდა დაუშვას.

 

იტყობინებიან, რომ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა აღიარა თავისი დანაშაული და დაპირდა პრეზიდენტს, რომ იპოვნის სიტუაციის გამოსწორების გზას, თუმცა, ფრანგ სპეციალისტს ამისთვის მხოლოდ ორი მატჩი მისცეს – ელ-კლასიკო „ბარსელონას“ წინააღმდეგ (24 ოქტომბერი) და მომდევნო ტური ჩემპიონთა ლიგაზე „გლადბახთან“ (27 ოქტომბერი).

 

ამ მომენტისთვის, „რეალში“ ზინედინ ზიდანის ორ ალტერნატივას ხედავენ – ეს არის „ტოტენჰემის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო და „რეალის“ ყოფილი ფორვარდი რაული, რომელიც დღეს მადრიდული კლუბის ახალგაზრდულ გუნდს ხელმძღვანელობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი