logo_geo
კვირკველია და დავითაშვილი დაასვენეს - „როტორმა“ „ლოკომოტივის“ გამო თასის მატჩი ჩააგდო
- +

23 ოქტომბერი. 2020. 19:23

 

რუსეთის თასის ჯგუფურ ეტაპზე ვოლგოგრადის „როტორი“ სამარაში „კრილია სოვეტოვს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. ვოლგოგრადის „როტორის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ნიკა ყიფიანი და ბექა მიქელთაძე, ხოლო საბა კვირკველია და ზუკა დავითაშვილი დაასვენეს.

 

როგორც გაირკვა, ამ შეხვედრაზე „როტორის“ ხელმძღვანელობამ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები დაასვენა – ამის შესახებ გამოცემა „გოს ვესტი“ იუწყება.

 

„ვოლგოგრადის „როტორი“ სამარაში სამწვრთნელო შტაბისა და სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელების გარეშე გაფრინდა. ეს სამწვრთნელო შტაბისა და კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება იყო. როგორც „როტორის“ პრესსამსახურში გვითხრეს, თასის მატჩში ის მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც „ტამბოვთან“ ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში დაასვენეს, ასევე ახალგაზრდული გუნდის ზოგიერთი მოთამაშე“, – წერს გამოცემა.

 

სანაკრებო შეხვედრის შემდეგ ვოლგოგრადში დაბრუნებული საბა კვირკველია „ტამბოვთან“ მატჩის განაცხადში მოხვდა, მაგრამ მწვრთნელმა დაასვენა. გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი გუნდის შემდეგი ტურის შეხვედრაა.

 

„სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა დარჩენილიყო ვოლგოგრადში და გუნდი მოსკოვის „ლოკომოტივთან“ პრემიერ ლიგის მორიგი მატჩისთვის მოემზადებინა. „როტორს“ სტავროპოლის „დინამოსთან“ პირველ მატჩში ტექნიკური დამარცხების გამო რუსეთის თასზე ბრძოლის გაგრძელების მცირე შანსი აქვს და ხელძღვანელობამ გადაწყვიტა, პრიორიტეტი რუსეთის ჩემპიონატს მიანიჭოს, სადაც გუნდი საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩავარდა“, – წერს „გოს ვესტი”.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი