logo_geo
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართულ ტესტ-მატჩში 7:48 დამარცხდა
- +

24 ოქტომბერი. 2020. 01:03

 

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართულ ტესტ მატჩში 7:48 დამარცხდა.

 

ედინბურგში გამართულ მატჩში მასპინძლებმა ანგარიში პირველ წუთზე გახსნეს და პირველი ნახევარიც მათ სასარგებლოდ, ანგარიშით 17:0 დასრულდა.

 

45-ე წუთზე აკაკი ტაბუცაძემ ჯერ ლელო დადო, შემდეგ კი ზუსტად გარდასახვა შეასრულა, თუმცა შოტლანდიელებმა ამას ხუთი ლელოთი და სამი გარდასახვით უპასუხეს.

 

ეს საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მეხუთე დაპირისპირება იყო და ხუთივეჯერ გამარჯვებულები შოტლანდიელები იყვნენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი