logo_geo
სამი ქართველი ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში
- +

24 ოქტომბერი. 2020. 11:16

 

ყაზახურმა გამოცემა „სპორტსმა“ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელა და მათ შორის სამი ქართველი მოხვდა – ორი მოთამაშე და მწვრთნელი.

 

ცენტრალური ნახევარმცველი – ჯაბა კანკავა („ტობოლი“)

 

მოედნის ცენტრში კოსტანაელებმა ჩემპიონს აჯობა და იქ მათი მთავარი გმირი ჯაბა იყო, რომელმაც უამრავი სასარგებლო სამუშაო შეასრულა.

 

ფორვარდი – გუჯა ლობჟანიძე („კაისარი“)

 

„გოლი + პასი“ სისტემით 2 ქულა (1+1) დააგროვა, მთელი მატჩის განმავლობაში „ჟეტისუს“ დაცვას ატერორებდა და დიდი წვლილი შეიტანა გუნდის მოგებაში.

 

მწვრთნელი – კახა ცხადაძე („ორდაბასი“)

 

შიმკენტის „ორდაბასის“ ფეხბურთელებს ზედიზედ ექვსი მატჩი არ წაუგიათ, ამ სერიაში ოთხი შეხვედრა მოიგეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი