logo_geo
„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს
- +

24 ოქტომბერი. 2020. 20:54

 

 

„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 10 ათასი ევროთი დააჯარიმა.

 

წინა ტურის შეხვედრაში „კროტონესთან“ მატჩის დროს, პარატიჩიმ მისთვის გამოყოფილი ადგილი დატოვა, დისტანციის წესებიც დაარღვია და ტექნიკურ ზონაში მატჩის ოფიციალურ პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

„ბებერი ქალბატონის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის დაწყნარებას რამდენიმე ადამიანი ცდილობდა, თუმცა ის საკუთარ ადგილს მაინც არ დაუბრუნდა და ახლა ფულადი ჯარიმის გადახდის გარდა, თავისი გუნდის ერთი შეხვედრის გამოტოვება და თამაშის სახლიდან ყურება მოუწევს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი