logo_geo
ბელარუსული ფინალი საბალენკამ მოიგო
- +

25 ოქტომბერი. 2020. 20:45

 

 

ჩოგბურთის ისტორიაში პირველი ბელარუსული ფინალი გაიმართა ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში. ტიტულისთვის მესამე და მეოთხე ნომრად განთესილები – არინა საბალენკა და ვიქტორია აზარენკა იბრძოდნენ.

 

ფინალში ბრძოლა არ შედგა – 68 წუთში საბალენკამ 6:2, 6:2 მოიგო და ამან კარიერაში მეშვიდე ტიტული მოუტანა. მან რევანში აუღო აზარენკას სექტემბერში აშშ-ის ღია მარცხისთვის.

 

აზარენკამ ოსტრავაში საწყის რაუნდში პირველი სეტი წააგო კრეიჩიკოვასთან, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ექვსი პარტია მოიგო და ბოლო ერთ თვეში მესამე ტურნირის ფინალში გავიდა. თავის მხრივ, საბალენკა ორჯერ სასწაულით გადაურჩა წაგებას – კოკო გაუფთან გადამწყვეტ სეტში 2:5-ს აგებდა, სორიბეს ტორმოსთან კი 0:6, 0:4 იყო ჩამორჩენილი, რის შემდეგაც ზედიზედ 12 გეიმი აიღო.

 

ფინალში საბალენკას პრობლემა არ ჰქონია. მან კარგად ისარგებლა იმით, რომ აზარენკა ძალიან ცუდად თამაშობდა საკუთარ გეიმებში – პირველ მოწოდებაზე ქულების 48 პროცენტი აიღო, მეორეთი – 33 პროცენტი. საბალენკამ შვიდი ბრეიკ-პოინტი მიიღო და ხუთი გამოიყენა, აზარენკას კი ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და შეძლო მისი გამოყენება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი