logo_geo
რა თანხა დაიხარჯა ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე - კონკრეტული რიცხვი ცნობილია
- +

28 ოქტომბერი. 2020. 01:52

 

 

 

ბათუმში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დასრულდა. 27 ოქტომბერს არენის გახსნას ქვეყნის ხელისუფლების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

 

ცნობილია, რომ ბათუმის ახალი სტადიონი ყოველგვარ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, ამ არენაზე უმაღლესი დონის საკლუბო და სანაკრებო მატჩების მასპინძლობა შეგვიძლია.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობაში მითითებულია, სტადიონის მშენებლობა ქვეყნის ბიუჯეტს რა თანხა დაუჯდა.

 

„ბათუმის სტადიონის მშენებლობას 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. უეფა-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი, უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით აღიჭურვა. საფეხბურთო სტადიონი ქართული ცეკვა ხორუმის მოტივებზე აშენდა. ფასადის მწყობრად ჩალაგებული ფიგურები, მოცეკვავეების მოძრაობებს ასახავს. სტადიონის ფასადზე თანამედროვე განათების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც შესაბამისი მატჩის მიხედვით, სხვადასხვა ფერით განათდება (საქართველოს დროშის, საქართველოს გერბის, აჭარის დროშის და სხვა). სამშენებლო სამუშაოები შპს „ანაგმა“ შეასრულა. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა“, – წერია ფეხბურთის ფედერაციის ცნობაში.

 

აქვე ვიტყვით, რომ ბათუმის სტადიონი აჭარაში არა მხოლოდ საკლუბო და სანაკრებო თამაშების გასამართად, არამედ, სპორტული ტურიზმის განვითარებისთვისაც აშენდა. საფეხბურთო სტადიონი გარდა სპორტული აქტივობებისა, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსაც უმასპინძლებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი