logo_geo
„რეალში“ სკანდალია - ბენზემამ პარტნიორებს მოუწოდა, ვინისიუსისთვის პასი არ მიეცათ
- +

28 ოქტომბერი. 2020. 19:59

 

 

მადრიდის „რეალის“ ფორვარდებს – ქარიმ ბენზემასა და ვინისიუს ჟუნიორს შორის, შესაძლოა, სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვას.

 

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „გლადბახთან“ მატჩის შესვენებაზე ტელეკამერამ დაიჭირა ბენზემას საუბარი ფერლან მენდისთან ფრანგულ ენაზე. ფრანგი ფორვარდი თხოვს მენდის – არ შეიმჩნიოს მოედანზე ვინისიუსი.

 

„ძმაო, არ მიაწოდო ბურთი ვინისიუსს. გეფიცები, ის ჩვენს წინააღმდეგ თამაშობს“, – თქვა ბენზემამ.

 

სტატისტიკური პორტალის Opta-ს ინფორმაციით, შესვენების შემდეგ, ბენზემას არც ერთი გადაცემა არ მიუცია ვინისიუსისთვის. ფრანგმა 90 წუთი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. ვინისიუსი 70-ე წუთზე ედენ აზარმა შეცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი