logo_geo
კრისტიან ვიერი: მესი საფეხბურთო ჰარი პოტერია
- +

29 ოქტომბერი. 2020. 21:33

 

 

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა კრისტიან ვიერიმ შეაფასა თავისი ყოფილი გუნდის „იუვენტუსის“ თამაში ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონას“ წინააღმდეგ. მატჩი ტურინში კატალონურმა კლუბმა 2:0 მოიგო.

 

„ბარსელონა“ ბრწყინვალე იყო. მათ თავისუფლად შეეძლოთ ექვსი ან შვიდი გოლის გატანა. ეს იყო ფანტასტიკური მატჩი.

 

მესი – ჯადოქარია. ის საფეხბურთო ჰარი პოტერია. როცა კარიერას დაასრულებს, ტელევიზორს ფანჯარიდან მოვისვრი. აღარ ვიმუშავებ ტელევიზიაში. Nეტფლიხ-ის ყურებას დავიწყებ, რადგან, როცა ლეო დაამთავრებს, სანახავი აღარაფერი დარჩება.

 

არ ვიცი, როგორ მოახერხა „ბარსელონამ“ “რეალთან“ წაგება. როცა ამ გუნდის მატჩს ნახავ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, მოგეჩვენება, რომ ასეთი ფეხბურთით ის არავისთან არ უნდა აგებდეს. სამწუხაროა, რომ გულშემატკივრები არ იყვნენ, რადგან ფანებმა ცოცხლად უნდა ნახონ ასეთი გუნდი“, – განაცხადა ვიერიმ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი