logo_geo
კრიშტიანო რონალდომ კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა
- +

31 ოქტომბერი. 2020. 02:46

 

 

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ უარყოფითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე. ამის შესახებ იტალიის ჩემპიონის პრესსამსახურმა დაწერა.

 

პორტუგალიელი ფორვარდი აღარ იქნება თვითიზოლაციაში და უახლოეს დროში შეუერთდება გუნდს.

 

კორონავირუსის გამო, კრიშტიანომ გამოტოვა სერია A-ს ორი შეხვედრა და ასევე ორი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, მათ შორის, „ბარსელონასთან“, რომელიც „იუვენტუსმა“ შინ 0:2 წააგო.

 

„იუვენტუსი“ მომდევნო შეხვედრას პირველ ნოემბერს სერია A-ში „სპეციას“ წინააღმდეგ გამართავს, 4 ნოემბერს კი ჩემპიონთა ლიგაზე “ფერენცვაროშს” შეხვდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი