logo_geo
ძიუდოისტები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონები გახდნენ
- +

11 ნოემბერი. 2020. 01:59

 

ხორვატიის ქალაქ პორეჩში, 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, ვაჟებში დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ  და აქედან ორში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ნაკრების წევრები ავიდნენ.

 

81 კილოგრამში ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა. 90 კილოგრამში კი ოქროს მედალს ლუკა მაისურაძე დაეუფლა.

 

გელა ზაალიშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ხორვატიაში ევროპის 23 წლამდელთა ჩემპონატზე ჯამში 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

big_banner
არქივი